მოგესალმებით!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე!
გთხოვთ, მომაწოდოთ უკუკავშირი ბლოგისა და განხორციელებული პროექტის შესახებ. კითხვარში ასახული მონაცემები კონფიდენციალურია, არსად არ ფიქსირდება თქვენი სახელი და გვარი. დიდი მადლობა წინასწარ კითხვარში მონაწილეობის მიღებისათვის!
პატივისცემით სსიპ ქ. წალენჯიხის №2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი ნანა ჯაბურია
სამედიცინო დაწესებულებაში
მე-4 ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ფიზიკური ბულინგის თემაზე, ჩემთან ერთად ესტუმრა წალენჯიხის ფედერალურ საავადმყოფოს. ექიმებთან ინეტრვიუ წარმატებული აღმოჩნდა...
ინტერვიუს კითხვები:
მოგესალმებით, ჩვენი ჯგუფი იკვლევს ფიზიკურ ბულინგს.ბულინგის ყველაზე ძალადობრი ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია; დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულისსხვადასხვა სახის დაზიანება, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და ა. შ..
ძალადობამ მოიცვა მთელი მსოფლიო. ხალხი პრობლემის იოლ გადაწყვეტას ძალმომრეობაში, სხვათა ჩაგვრასა და შეურაცხყოფაში ხედავს.
ჩვენი აზრით, ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია, ბუნებრივია გვაინტერესებს, ამ პრობლემას რამდენად მასობრივი ხასიათი აქვს. ამიტომ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ.
1. გვაინტერესებს, რამდენად ხშირია სამედიცინო დაწესებულებაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ადამიანების შემოდინება?
2. ფიზიკური ბულინგის შედეგად დაზიანებული ადამიანები რა ფორმით შემოდიანსაავადმყოფოში ძირითადად, თავისი ინიციატივით, თუ სასწრაფო დახმარების საშუალებით?
3. (ამ კითხვას იმ შემთხვევაში დავსვამდით, თუ პირველ და მეორე კითხვაზე დადებით პასუხს მივიღებდით) ძირითადად რა ასაკის მოქალაქეები ხდებიან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი?
4. თქვენი აზრით პაციენტები გულახდილები არიან? ხომ არ სცხვენიათ, ან ხომ არეშინიათ იმის აღიარება, რომ ისინი ფიზიკურ ძალადობას ემსხვერპლნენ?
5.თუ ცემის ან სხვა სახით ძალადობის ფაქტი დააფიქსირეთ, აყენებთ თუ არა საქმისკურსში სამართალდამცავ ორგანოებს?
6. ისიც გვაინტერესებს, რა სახის დახმარებას უწევთ ფიზიკური ბულინგის მსხვერპლს?
7. თქვენ, როგორც საზოგადოების ერთ-ერთ წევრს, როგორ გესახებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარება, რა პრევენციული ზომები შეიძლება გატარდეს ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად, ან შესამცირებლად მაინც?
რეფლექსია ექიმთან ინტერვიუს:
ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა, როგორია ფიზიკური ბულინგის შედეგად დაშავებულადამიანთა სტატისტიკა, რის გასარკვევადაც ვეწვიეთ წალენჯიხის რეფერალურ საავადმყოფოს
ექიმებს: კერძოდ ნუნუ ურთქმელიძეს და ირინა კვირკვიას. სასწრაფო
დახმარების ექიმებთან თან გვინდოდა ინტერვიუს ჩაწერა,მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან გასულები
აღმოჩნდნენ სასწრაფო დახმერების გამოძახებაზე.
ექიმებისგან მოპოვებული ინფორმაციით, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლთა შემოდინება კლინიკებში ძალიან იშვიათია. უფრო ხშირია ფიზიკური ძალადობა
ოჯახში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მამაკაცი ნასვამია, თუმცა ოჯახი ამ ფაქტს
ხშირად მალავს.
- ექიმები, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, გვირჩევენ,რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, გავუგოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს შეცდომები,გავაცნობიეროთ ყველამ, რომ ძალადობით პრობლემა არ გადაიჭრება.
ჩვენი კითხვები შემდეგში მდგომარეობდა:
ქუჩის მოსახლეობის გამოკითხვა
პირველი ჯგუფის მოსწავლეებმა ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა თემაზე-,,ფარული ბულინგი" და გამოკითხვის შედეგები განათავსეს ჯგუფის ბლოგზე.
ინტერვიუს კითხვები:
ინტერვიუს კითხვები:
მოგესალმებით, ჩვენი ჯგუფი იკვლევს ვერბალურ ბულინგს.ვერბალური ბულინგი - არის ბულინგის
ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში მოსწავლის დამცირებას და მასზე ძალადობას
აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დაცინვა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, დაშინება.ამ პრობლემამ
მოიცვა მთელი მსოფლიო.საქართველოსაც ბოლო წლებში ძალიან მტკინვეულად შეეხო.
ჩვენი აზრით, ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია, ბუნებრივია გვაინტერესებს, ამ პრობლემას რამდენად მასობრივი ხასიათი აქვს. ამიტომ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ.
1.რამდენად
ხშირად გსმენიათ საზოგადოებაში ვერბალური ბულინგის
შესახებ?
2.თქვენი
აზრით ხშირად რა ასაკის ბავშვებში მძვინვარებს ვერბალური ბულინგი?
3.
რამდენად ხშირად შესწრებიხართ მოზარდებში ვერბალურ ბულინგს?თუ შემსწრე
ყოფილხართ
ვერბალური ბულინგის როგორ მოქცეულხართ?
4.თქვენ
როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება საზოგადოებაში,რა პრევენციული ზომების
გატარება იქნება მიზანშეწონილი?
რეფლექსია მოსახლეობის გამოკითხვის:
ჩვენმა ჯგუფმა ჩავატარეთ ქუჩის გამოკითხვა
ფარული ბულინგის შესახებ. შევჯერდით კითხვებზე, რომლებსაც დავუსვამდით
რესპოდენტებს.
ყველენაირად შევეცადეთ, გამოკითხვაში მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, აგრეთვე გოგონებს და ვაჟებს, თუმცა კითხვებზე პასუხისგან თავს იკავებდნენ (უარს ამბობდნენ) ძირითადად საშუალო და საშუალოზე მაღალი ასაკის ადამიანები.
ყველენაირად შევეცადეთ, გამოკითხვაში მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, აგრეთვე გოგონებს და ვაჟებს, თუმცა კითხვებზე პასუხისგან თავს იკავებდნენ (უარს ამბობდნენ) ძირითადად საშუალო და საშუალოზე მაღალი ასაკის ადამიანები.
ინტერვიუ ქუჩის პოლიციონერთან წარუმატებელი აღმოჩნდა...!!! (მიზეზი ინტერვიუერის მხრიდან უარი იყო)
არ შემდგარი ინტერვის კითხვები:
მოგესალმებით ჩვენი ჯგუფი იკვლევს ბულინგის ერთ-ერთ, ფორმას,
ვერბალურ ბულინგს,
რომელიც ბულინგის ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა, განსაკუთრებით
სკოლის ასაკის მოზარდებში.
ამ შემთხვევაში
ადამიანის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია:
დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული
გამონათქვამები, დაშინება.
ჩვენ გვინდა რამდენიმე
შეკითხვა დაგისვათ:
1. სკოლაში, ან ქუჩაში, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა შორის უმეტესად რა სახის ძალადობის ფორმები ფიქსირდება?
2. რამდენად
ხშირად გაქვთ გამოძახებები სასწავლო დაწესებულებებში აღნიშნული პრობლემის გამო?
3. თქვენი აზრით, უფრო ხშირად, რა ასაკის ბავშვებში მძვინვარებს ვერბალური ბულინგი?
4. ძირითადად, რა სახის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან დამცინავი სახელების ხმარებას, ან დაშინების რა ფორმებს მიმართავენ მოზარდები?
5. თქვენ როგორ ფიქრობთ, გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელიმე სქესს თუ აქვს უპირატესობა, იყოს აღნიშნული ფორმით ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე და როგორია თქვენი სტატისტიკა ამ კითხვასთან დაკავშირებით?
6. თქვენი აზრით, მსხვერპლის ან მოძალადის როლში რა ტიპის ბავშვები გვხვდებიან?
7. თქვენ რა ზომებს მიმართავთ მსგავსი ფაქტების გამოვლენისას?
8. თუ არსებობს თქვენ სისტემაში ფსიქოლოგიური ან სხვა მსგავსი ტიპის ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს როგორც მსხვერპლ, ისე მოძალადე მოსწავლეს?
ინტერვიუ წალენჯიხის გამომძიებელთან: ინტერვიუს კითხვები:
მოგესალმებით. ჩვენი ჯგუფი
იკვლევს ბულინგის ერთ-ერთ ფორმას, კიბერბულინგს, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედებაა.
"კიბერბულინგში" მოიაზრება: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა,სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა.
ჩვენ გვინდა რამდენიმე
შეკითხვა დაგისვათ.
კითხვები:
1. გვაინტერესებს, რამდენად ხშირია ჩვენს
საზოგადოებაში კიბერბულინგი, მაგალითად პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება და
ამით შანტაჟი.
2. დღითიდღე უფრო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში სპეციალური გვერდების შექმნის პრაქტიკა, სადაც გამიზნულად აბუჩად იგდებენ ადამიანებს მათი გარეგნობის, შემოქმედების,რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის გამო.
ასეთი შემთხვევების გამო თუ ჩივიან ადამიანები?
3. რამდენადაც ჩვენ მიერ ინტერნეტ სივრცეში მოპოვებული ინფორმაციის შესწავლამ გვაჩვენა, ხშირია სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა, რასაც უამრავი ადამიანი ძალიან განიცდის, რას გვეტყვით აღნიშნულის შესახსებ, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
4. რამდენად ხშირად გაქვთ მოქალაქეთა მხრიდან შემოსული საჩივრები აღნიშნული პრობლემის გამო და რა ზომებს მიმართავთ მსგავსი შემთხვევების დაფიქსირებისას?
5. ისიც გვაინტერესებს, კანონი როგორ სჯის ამ ტიპის დამნაშავეებს, ან რა დახმარებას უწევს კიბერბულინგის მსხვერპლს?
6. თქვენ როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება საზოგადოებაში,რა
პრევენციული ზომების გატარება იქნება მიზანშეწონილი?
რეფლექსია ინტერიუს:(გამომძიებელთან )
ჩვენ დავინტერესდით,
როგორია კიბერბულინგის სტატისტიკა რეგიონში და ზოგადად
საქართველოში, რის გასარკვევადაც ვეწვიეთ პოლიციის რაიონულ განყოფილებას, სადაც უფროსი
გამომძიებელი დიდი გულისხმიერებით მიუდგა ჩვენს ვიზიტს და დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები გაგვცა.
როგორც
მისგან შევიტყვეთ, რაიონულ განყოფილებაში ძალიან იშვითად შედის კიბერბულინგთან
დაკავშირებული საჩივარი. სპეციალური განყოფილება, რომელიც მსგავს ფაქტებზე
მუშაობს, არის თბილისში. აგრეთვე გავიგეთ, რომ არსებობს საიტები, რომელთა
დახმარებითაც მსგავსი დანაშაულის ფაქტების გამოვლენა ხდება, შესაძლებელია დადგენა
რომელი კომპიუტერით ან მობილური ტელეფონით განხორციელდა კიბერდანაშაული.
რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, გამომძიებელმა
აღნიშნა, რომ ამ საქმიანობის კონტროლი და ან თვალყურის დევნება შეუძლებელია,
ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა,
ფსიქოლოგებისა და ტრენინგების დახმარებით.
პრეზენტაციების მომზადება
მოსწავლეებმა დაიწყეს პრეზენტაციების მომზადება პროგრამაში PowerPoint
მეათე კლასელებმა პროექტის დასასრულს მეშვიდე კლასელებს ჩაუტარეს პრეზენტაცია თემაზე "არა ბულინგს",გაიმართა საინტერესო დისკუსია საკითხთან დაკავშირებით:
მოსწავლეების მიერ დამზადებული ბუკლეტები და კედლის გაზეთები
პროექტის დასასრული
ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რამე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა)
ბევრი რამ მასწავლა;
ბ)
მასწავლა;
გ)
ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ)
ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა)
ბევრად უკეთესი გახდა;
ბ)
უკეთესი გახდა;
ბ)
ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;
დ)
გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა)
სავსებით ნათელი იყო;
ბ)
ძირითადად ნათელი იყო;
გ)
არც ისე ნათელი იყო;
დ)
სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
ა)
სავსებით ვეთანხმები;
ბ)
ვეთანხმები;
გ)
ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ)
არ ვეთანხმები.
9.პროექტის დასრულებაში ჩემს მიერ შეტანილი წვლილის მაგალითები:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
13. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
რეფლექსია-პროექტი "არა
ბულინგს"
https://nanajaburia.blogspot.com/
ხელმძღვანელი-ნანა ჯაბურია
მე-10 კლასიში
პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ პროექტი" არა
ბულინგს".პროექტი დავგეგმეთ ჩვენი სასკოლო ცხოვრების საჭიროებებიდან გამომდინარე. პროექტის განხორციელება დავიწყეთ 5.11.2017 წელს და პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო კვლევის ჩატარება ჩვენი სკოლის მოსწავლეებში (IV-XII კლასები). შევადგინეთ კითხვარები თემებზე:
1-„როგორ გექცევიან თანაკლასელები და თანასკოლელები“ ;
2- „როგორ ექცევი თანაკლასელებს და თანასკოლელებს“.
როდესაც კვლევა შევაჯამეთ, აშკარად გამოიკვეთა, რომ სკოლაში ძირითადად ფიზიკური და სიტყვიერი ბულინგის მსუბუქ შემთხვევებს აქვს ადგილი. მთავარი ის არის, რომ რესპოდენტები ამას ბავშვურ ხუმრობად და ოინად აღიქვამენ და საერთოდ არ იციან, რომ ესეც ბულინგის ანუ ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ამიტომაც აუცილებელი გახდა მოსწავლეთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა თემაზე „ბულინგი“. კლასი გავყავით ოთხ ჯგუფად.მოვიპოვეთ თეორიული და ფოტო მასალა ბავშვზე ძალადობის შესახებ, სხვადასხვა კვლევების შესახებ და მოვამზადეთ პრეზენტაცია: „რა არის ბულინგი“ ,მოხდა ფილმის
ჩვენება და გაიმართა დისკუსია. გავაკეთეთ საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისათვის რომელშიც მოკლედ გავაცანით ბულინგის შესახებ და მივეცით საკმაოდ კომპეტენტური ფსიქოლოგების რჩევები ბულინგის პრევენციის შესახებ.გაინაწილეს ბულინგის ოთხი მიმართულება:
ფარული ბულინგი,ვერბალური ბულინგი,
კიბერბულინგი და ფიზიკური ბულინგი.მოსწავლეებმა
მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს, დაალაგებეს შინაარსობრივად,
ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა, ესტუმრნენ სამართლებლივ ორგანოებს და საავადმყოფოებს ბულინგის მსხვერპლთა და
მოძალადეთა სტატისტიკის დასადგენად, მოახდინეს მოგროვილი მასალის თავმოყრა პროგრამაში
PowerPoint, შექმნეს ბლოგი პროექტის
პროდუქტების განსათავსებლად და დაამზადებეს ბუკლეტი
საზოგადოებაში გასავრცელებლად. ბოლოს თანატოლებთან მოაწყვეს დასრულებული პროექტის პრეზენტაცია სასურველი ფორმატით.პროექტის მსვლეობისას მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა:მოხერხდა
მოსწავლის მიერ ბულინგის შესახებ ინფორმაციის მოძიება და გამოყენება ტექნოლოგიების
გამოყენებით, გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით დასკვნების გამოტანა,პრევენციული
ზომების და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება თანატოლებთან
და საზოგადოებასთან.თითოეული აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.პროექტში ყველაზე
წარმატებული იყო შემდეგი აქტივობები:ინფორმაციის მოძიება
ინტერნეტსივრცეში, მოძიებული ინფორმაციის შენახვა, დახარისხება, დამუშავება ელექტრონულ
ფორმატში,პრეზენტაციების მომზადება პროგრამაში Powerpoint. ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის,დაგეგმვის,ორგანიზების,კვლევის,კრიტიკული დაშემოქმედებითი აზროვნების უნარი.მოსწავლეებმა გაარკვიეს ბულინგის სახეები და როგორ შეიძლება მისი პრევენცია.პროექტის
მსვლელობისას არ შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატების და გეგმის მოდიფიცირების.მომდევნო
პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ: წინასწარ მივცემ „ბულინგზე“ფილმების ჩამონათვალს
,რათა სახლში უყურონ დამოიკიდებლად და დისკუსიის დროს აგუმენტებით გაამყარონ თავიანთი მოსაზრებები.
Comments
Post a Comment