>პროექტი-წალენჯიხის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა


https://drive.google.com/drive/folders/1rUarQ4zQlx47Rd0av7bKgCGOQd8QQAWH?usp=sh

პროექტის ხელმძღვანელი

სახელი გვარი
ნანა ჯაბურია გეოგრაფიის პედაგოგი
რაიონი
ქ.წალენჯიხა
სკოლა
სსიპ ქალაქ წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლა
თემის მონახაზი

პროექტის სახელწოდება
ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობის სქესობრივ ასაკობრივი სტრუქტურა-გეოგრაფია პირამიდის ჭრილში
დონე/კლასი
საბაზო საფეხური/მე-8 კლასი

განხორციელების დროის ჩარჩო
ერთი თვე
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეებ
გამოიკვლევენ თავიანთი რაიონის დემოგრაფიულ მახასიათებლებს და დაამყარებენ კავშირს მოსახლეობის  რაოდენობასა და სქესობრივ ასაკობრივ სტრუქტურას შორის
პროექტის პრობლემა/ აქტუალობა
მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენონ გეოგრაფიის ცოდნა სხვადასხვა კვლევებისათვის რეალურ ცხოვრებაში.
პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები და დაადგინონ კავშირი მოსახლეობის რაოდენობასა და სქესობრივ ასაკობრივ სტრუქტურას შორის. მოიპოვონ  სტატისტიკური ინფორმაცია თავიანთი რაიონის, სკოლის და ააგონ ცხრილი და სქესობრივ ასაკობრივი პირამიდა.
მონაწილეთა ასაკი
VIIIკლასის მოსწავლეები
უნარ-ჩვევები
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მიზეზ შედეგობრივი კავშირების დადგენის უნარი.ინფორმაციის მოძიების ანალიზის და სხვა სახით წარმოდგენის უნარი. საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის არგუმენტირების და დასკვნების გაკეთების უნარი. ისწავლიანპროექტზე მუშაობას.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი/სტანდარტი
გეო.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად  რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი.
შედეგითვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1-მოსახლეობის აღწერის მასალებზე დაყრდნობით ადგენს სხვადასხვა ტიპის გრაფიკებს და დიაგრამებს;
2-გეოგრაფიულთვალსაჩინოებაზე მოცემულ ერთი ტიპის ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით
თემის შიანაარსი

პროექტის პირველ ეტაპზე ვაწყობთ თემის გახილვას  და ვმართავთ დისკუსიას.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები დაყოფილები არიან ოთხ ჯგუფებად,
1-ჯგუფი ამუშავებს თემას „მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა“
2-მოიძიებს მონაცემებს წალენჯიხის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
3-ამუშავებს მოძიებულ ინფორმაციას წალენჯიხის მოსახლეობის შესახებ,ამზადებს მონაცემებს  და წარადგენს ცხრილების სახით;
4-ჯგუფი-ამზადებს და წარადგენს პრეზენტაციას „მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა“


პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები

პროექტის მსვლელობისას ხელისშემსლელი ფაქტორები შეიძლება იყოს:
1-ტექნოლოგიური პრობლემა (მაგ: მოსწავლის ოჯახში ინტერნემომსახურების გათიშვა, ელექტროენერგიის გამორთვა  ოჯახში და ან სკოლაში).

ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:


1-ჯგუფების შექმნა და საქმიანობების გადანაწილება; (15.10. 2017 წ.) 2-ერთობლივად თემის დამუშავება და დისკუსია; (29.10.2017წ.)
3-ინფორმაციის მოძიება , მოძიებული ინფორმაციის შენახვა, დახარისხება, დამუშავება და მონაცემების საფუძველზე ცხრილების შექმნა(ორი კვირა)


დიფერანცირებული სწავლება

საშუალო აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის:
მივცევ დამატებით დროს პროექტის განსახორციელებლად;
1-დავურიგებ დამატებით ტექსტებს პროექტის წარმატების ხელშესაწყობად;
2-მივცევ მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ;
3-მოსწავლეებს ჯგუფებად დავყოფ მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით;


მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის:
1-ვთხოვ მოსწავლეს შეასრულოს ჯგუფის ლიდერის როლი ჯგუფებში მუშაობისას;
2-ნებას დავრთავ მოსწავლეებს,თავიანთი ალტერნატიული დავალებები,რომლებიც ჩემ მიერ მიცემული დავალებების ეკვივალენტურია ;
3-მივცევ მოსწავლეებს საშუალებებს,რომ პროექტის განმავლობაში სირთულის დონე თავად აირჩიონ.


შეფასების გეგმა/ინსტრუმენტები

პროექტის მსვლელობისას მოვახდენ დაკვირვებას მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე, თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე, რათა მონიტორინგი გავუწიო სამუშაოს მსვლელობას. საჭიროების შემთხვევაში მივცე მათ დროული და კონსტრუქციული უკუკავშირი. პროექტის დასასრულს მოხდება შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი. შეფასდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობაში და მოხდება მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება კითხვარის გამოყენებით. თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებს დაეხმარება შეძლონ შეაფასონ თავიანთი როლი და შეტანილი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. ეს მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება. დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, დამეხმარება მომავალში პროექტზე მუშაობის გაუმჯობესებაში. (შეფასების რუბრიკები იხილეთ დანართების სახით)

პროექტისთვის საჭირო მასალები:

ტექნოლოგია ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

ფოტოკამერა


კომპიუტერი


ციფრული კამერა


ინტერნენტკავშირი


ლაზერული დისკი


პრინტერი


პროექტორი


სკანერი


ვიდეოკამერა

მარკერი

ფორმატის ქაღალდი

სხვა



ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )



მონაცემთა ბაზა/ცხრილები-სტატისტიკური ინფორმაცია-  წალენჯიხის რაიონის  სქესობრივ ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ


საგამომცემლო პროგრამები


ინტერნეტძიება


მულტიმედია


ვორდის პროგრამა


PovePoint-ის პროგრამა




ინტერნეტრესურსები

1-საქართველოს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი და სოციალური სტრუქტურა

2-მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა-
3-მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა-



ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რამე ამ პროექტზე მუშაობამ?
) ბევრი რამ მასწავლა;
) მასწავლა;
) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
) ბევრად უკეთესი გახდა;
) უკეთესი გახდა;
) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;
) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით
განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
) სავსებით ნათელი იყო;
) ძირითადად ნათელი იყო;
) არც ისე ნათელი იყო;
) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
) სავსებით ვეთანხმები;
) ვეთანხმები;
) ნაწილობრივ ვეთანხმები;
) არ ვეთანხმები.
9.პროექტის დასრულებაში ჩემს მიერ შეტანილი წვლილის მაგალითები:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
13. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კრიტიკა:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
                              
                                                                                                                                     დანართი1                                                                                        

                                                                            
                 პროექტის შეფასების რუბრიკა


მოსწავლე


შეფასება


კრიტერიუმები
ძალიან კარგი

კარგი
საშუალო
დაბალი

ჩართულია ეფექტურ კვლევაში ინფორმაციის შეგროვების და კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით

კვლევის უნარები განვითარებულია. შეგროვებული ინფორმაცია რელევანტურია.

კვლევის უნარები დამაკმაყოფილებელია. ინფორმაცია რელევანტურია,

კვლევის უნარები სხვისი დახმარებით ვითარდება. ინფორმაცია გარკვეულწილად რელევანტურია

კვლევის უნარები შეზღუდულია და ლაფსუსები ან ირელევანტური ინფორმაცია გაცნობიერებას ზღუდავს.

ეფექტურად წარმოადგენს კვლევას და პასუხს, იყენებს დამხმარე საშუალებებს

პრეზენტაცია ძალიან ეფექტურია და გამოყენებული მულტიმედიური საშუალებები აძლიერებს გადმოცემულ ინფორმაციას.

პრეზენტაცია წარმატებულია; აშკარად ჩანს მოსწავლის ნამუშევარი; გამოყენებული მულტიმედიური საშუალებები ხელს უწყობს ინფორმაციის გადმოცემას.

პრეზენტაციას დამატებითი მუშაობა სჭირდება; გამოყენებული მულტიმედიური საშუალებები დაკავშირებულია გადმოცემულ ინფორმაციასთან.

პრეზენტაცია არასრულია და შესაძლოა გამოყენებულმა მულტიმედიური საშუალებებმა ხელი ვერ შეუწყოს ინფორმაციის უკეთ გადმოცემას.

ეფექტურად მართავს მასალებს და ასრულებს სამუშაოს, კარგად მუშაობს სხვებთან ერთად

ახდენს დროისა და მასალების ორგანიზებას, აკმაყოფილებს პროექტის მნიშვნელოვან მოთხოვნებს, ეხმარება სხვებს, ამჟღავნებს ლიდერის თვისებებს, ხელს უწყობს თანასწორობას, პასუხისმგებლობას იღებს ჯგუფის მუშაობაზე.

როგორც წესი, ახდენს დროისა და მასალების ორგანიზებას, აკმაყოფილებს პროექტის მნიშვნელოვანი მოთხოვნების უმეტესობას, სხვებს ეხმარება, მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში დაშესაბამის
პასუხისმგებლობასაც იღებს.
ახდენს დროისა და მასალების ორგანიზებას სხვისი დახმარებით; წახალისების საფუძველზე მცირე წვლილი შეაქვს ჯგუფის მუშაობაში.

უჭირს მასალების და/ან დროის მართვა, ძალიან პასიურად მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში.



ძალიან კარგი

კარგი

საშუალო

დაბალი

მოსწავლეს ძალიან კარგად შეუძლია მოპოვებული ინ–ფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და დამოუკიდებლად მათი ადეკვატური გამოყენება.

მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება.

მოსწავლეს სხვათა უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი შეზღუდული გამოყენება.

მოსწავლეს ძალიან უჭირს ან არ შეუძლია მოპოვე–ბული ინფორმაციის, წი–ნადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.

შესანიშნავად უგებს ჯგუფის წევრებს, მაქსიმალურად თანამშრომლობს მათთან და ყოველთვის ღებულობს მონაწილეობას საერთო გადაწყვეტილების მიღებაში

თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, არის კონტაქტური, აფიქსირებს თავის პოზიციას.

ნაწილობრივ კონტაქტობს ჯგუფის წევრებთან, ნაკლებად ერთვება საერთო გადაწყვეტილების მიღებაში

ვერ შედის კონტაქტში ჯგუფის წევრებთან, არის პასიური.

მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არც ერთ შეხვედრას, ჯგუფის გადაწ–ყვეტილებით მისთვის დაკის–რებულ ყველა დავალებას დროულად და კეთილ–სინდისიერად ასრულებს, მისი
სამუშაო რესურსები ყოველთვის მოწესრიგებულია.
მოსწავლე უმიზეზოდ თითქმის არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს,
თითქმის ყველა დავა–ლებას დროულად და კეთილსინდისიერად
ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები უმეტესწილად
მოწესრიგებულია.
მოსწავლე უმეტესწილად არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, დავალებას ხშირად დროულად და კეთილსინდისიერად
ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები ხშირად მოწესრიგებულია
მოსწავლე ძალიან ხში–რად აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, დავალებებს თითქმის არ ასრულებს, თუ ასრულებს, და–გვიანებით და არა–კეთილსინდისიერად, მისი სამუშაო რესურსები მუდამ მოუწესრიგებელია

პროექტის წარდგენამ დიდი ეფექტი მოახდინა აუდიტორიაზე

პროექტის წარდგენამ მოახდინა ეფექტი აუდიტორიაზე

პროექტის წარდგენამ ნაწილობრივ მოახ–დინა ეფექტი აუდი–ტორიაზე

პროექტის წარდგენამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა აუდი–ტორიაზე


                                                                                                                                     დანართი 2
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი



დაკვირვების საგანი





კომენტარები


შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში




იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია



აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ





ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი





იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავ-ლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი




სწორად ჰქონდათ თუ არა არჩეული გეზი და იყვნენ თუ არა შემოქმედებითად ჩართულები მუშაობის პროცესში



                                                                                                                       
                                                                                                                                           დანართი 3










































































https://drive.google.com/file/d/1POKnHEDd0tguXNPjH5kY8sWYxDxgopuI/view?usp=sharing


                                           რეფლექსია
                           პროექტი „წალენჯიხის  მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა“
                    გეოგრაფიის მასწავლებელი ნანა ჯაბურია
               მე-8კლასში განვახორციელე პროექტი“„წალენჯიხის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა“.
პროექტის მთავარი  იდეა იყო :მოსწავლეებს გამოეკვლიათ თავიანთი რაიონის დემოგრაფიული მახასიათებლები და დაემყარებინათ კავშირი მოსახლეობის  რაოდენობასა და სქესობრივ ასაკობრივ სტრუქტურას შორის,რაც შეძლეს პროექტზე მუშაობისას.
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდათ მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენის უნარი.ინფორმაციის მოძიების ანალიზის და სხვა სახით წარმოდგენის უნარი. საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის არგუმენტირების და დასკვნების გაკეთების უნარი ისწავლეს პროექტზე მუშაობას.

ესგ-დან განსაზღვრულ შედეგს მივაღწიე:
გეო.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად  რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი.
შედეგითვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1-მოსახლეობის აღწერის მასალებზე დაყრდნობით ადგენს სხვადასხვა ტიპის გრაფიკებს და დიაგრამებს;
2-გეოგრაფიულთვალსაჩინოებაზე მოცემულ ერთი ტიპის ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით
              მოსწავლეებს გაუჭირდათ გაანალიზება მონაცემების  და ცხრილის აგება ,მაგრამ მცირე მითითებებით  შეძლეს ცხრილის აგებაც.განხორციელებული პროექტი წარმატებული იყო:მოძიებული ჰქონდათ მოსახლეობის რაოდენობა სქესის მიხედვით და შესაბამისად წლების მიხედვითაც,რომლის შედეგად გამართულ დისკუსიაში არგუმენტირებულად აყალიბებდნენ   კავშირს მოსახლეობის რაოდენობასა და სქესობრივ ასაკობრივ სტრუქტურას შორის. სხარტად სცემდნენ პასუხს  დასმულ შეკითხვებს.
პროექტში შემავალი თითოეული აქტივობის შესრულება გაწერილი გეგმის მიხედვით მოხერხდა: პროექტის პირველ ეტაპზე მოვაწყვეთ თემის გახილვა  და გავმართეთ დისკუსია.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები დაყოფილები იყვნენ  ოთხ ჯგუფებად,
1-ჯგუფმა  დაამუშავა  თემა „მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა“
2-ჯგუფმა  მოიძია  მონაცემები წალენჯიხის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
3-ჯგუფმა  დაამუშავა მოძიებული ინფორმაცია წალენჯიხის მოსახლეობის შესახებ,მოამზადა  მონაცემები  და წარადინა  ცხრილების სახით;
4-ჯგუფმა -მოამზადა და წარადგინა პრეზენტაცია „მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა“
,საჭიროება არ შექმნილა  აქტივობების დამატების  და მოდიფიცირების.მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ წინასწარ აუხსნა სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდის აგების პრინციპი,რათა უკეთ არ გაუჭირდეთ მსგავსი პირამიდების აგება.
ამრიგად, პროექტზე მუშაობის დროს იზრდება როგორც მასწავლებლის ისე მოსწავლეების კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. 
ვებ გვერდის მისამართი სადაც განთავსებულია პროექტის განხორციელების დამადასტურებელი მასალები:

https://web.facebook.com/254178077998093/photos/pcb.1562383380510883/1562381187177769/?type=3&theater





Comments