https://drive.google.com/drive/folders/1RPPG7gGiNqW89gH3X682lG29Fep8sbfl?usp=sharing
წალენჯიხის
მე-2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მე-3 თავისუფალი
გაკვეთილი თემაზე ეკოტურიზმი.
წალენჯიხის მე-2 საჯარო
სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-4 თავისუფალი გაკვეთილი- თემა: რუკებისა და სანავიგაციო სისტემების როლი ტურიზმში.
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში
ჩავატარეთ მე-5 თავისუფალი გაკვეთილი- თემა:
რუკების და სანავიგაციო სისტემების როლი ეკო და სატყეო ტურიზმში;
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში
ჩავატარეთ მე-6 თავისუფალი გაკვეთილი- თემა: ტყის რეკრეაციული მარშრუტების რუკა, როგორც ეკოტურიზმის განვითარებისა და სერვისების მიწოდების ინსტრუმენტი
წალენჯიხის მე-2 საჯარო
სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-7 თავისუფალი გაკვეთილი- თემა: ეკოტურისტული პოტენციალის შეფასება
წალენჯიხის მე-2 საჯარო
სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-8 თავისუფალი გაკვეთილი- თემა: საკვლევი არეალის შესახებ საბაზისო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში
ჩავატარეთ მე-9 თავისუფალი:გაკვეთილის თემა: ადგილობრივი ეკოტურისტული სერვისების იდენტიფიცირება და შეფასება
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-10 თავისუფალი.გაკვეთილის
თემა:
ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვა
წალენჯიხის
მე-2 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-11 გაკვეთილი. გაკვეთილის თემა: საფეხმავლო მარშრუტების მარკირების სტანდარტი
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში
პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-12 გაკვეთილი.გაკვეთილის თემა: ლაშქრობის უსაფრთხოება
წალენჯიხის მე-2 საჯარო
სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-13 გაკვეთილი.გაკვეთილის თემა: ფოტოგრაფია საველე ლაშქრობისას; საველე გასვლის დაგეგმვა.
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში
პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-14 გაკვეთილი.გაკვეთილის თემა: საველე გასვლა
მარშრუტის დაწყებამდე მოსწავლეები ეცნობიან მოგზაურობისას დასაცავი
უსაფრთხოების დაცვის ნორმებს;კლასი დაიყო 6 მცირე ჯგუფად;თითოეულს დაეკისრა შემდეგი
პასუხისმგებლობა:
პირველ გავეთილზე მოსწავლეები გაეცნენ პროექტ „აღმოაჩინე საქართველო“ მიზნებს და ამ პროექტისათვის განსახორციელებელ აქტივობებს.პირველ გაკვეთილზე მოხდა forestry.ge-ზე რეგისტრაცია.მაღალიყო მოსწავლეთა მოტივაცია.
მეორე თავისუფალი გაკვეთილი თემა-ბუნებრივი
რესუსრები და მათი მნიშვნელობა:
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეებს
შეეძლებათ დაახასიათონ საქართველოში არსებული ბიომრავალფეროვნება
და ბუნებრივი რესურსები, გააცნობიერონ არსებული პრობლემები და რესურსების მდგრადი გაბვითარების
მნიშვნელობა. მოსწავლეებმა შეძლეს ჩამოეთვალათ ჩვენს რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსები, რაც
ტურისტებისთვის შეძლება იყოს საინტერესო და სქემა დააჯგუფეს ორგანულ და არაორგანულ რესურსებად, დაინახეს ,რომ წალენჯიხაში მცირე რესურსი გვაქვს და მათი გამოყენება
გონივრულად უნდა განხორციელდეს. გავეცანით ბუნებრივ რესურსებს და მათ მნიშვნელობას
. მოსწავლეები გაეცნენ დაცული ტერიტორიების და საქართველოს წითელი ნუსხის
ჩამონათვალს . დაინახეს თუ რამდენად მდიდარია
საქართველო ბუნებრივი რესურსებით. მოსწავლეებმა განიხილეს მათი დაცვის და რაციონალურად
გამოყენების მნიშვველობა. აარჩიეს თითოეული კატეგორიიდან თითო ობიექტი და მათ შესახებ
ინფორმაციაც მოიძიეს.
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები გააცნობიერებენ ,როგორ
შეიძლება დასვენება და გართობა ბუნებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან იყოს კავშირში;შეძლებენ
ეკოტურიზმის განმარტებას;განსაზღვრავენ ტურისტული საქმიანობების შედეგებს. დაფაზე დავწერე სიტყვა -ეკოტურიზმი და მოსწავლეებს ვკითხე რა ახსენდებათ სიტყვა ეკოტურიზმზე; პასუხები
დაფიქსირე დაფაზე. შევაჯამე პასუხები და ვთხოვე მოსწავლეებს
წარმოიდგინონ თავი დასასვენებლად მყოფი ტურისტების როლში.ამ აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს
ინდივიდუალურად დავურიგე ფერადი ბარათები. თითოეულ ბარათზე დატანილი მქონდა კონკრეტული აქტივობა, ასევე ბარათს აქვს ჯგუფის ნომერი.
ფერად ბარათებზე დავაწერე აქტივობები: სულ 20 აქტივობა
წითელი/ აქტივობები:
·
რაფტინგი
მდინარე არაგვზე;
·
ვახშამი
სოფელ ველისციხეში საოჯახო რესტორანში;
·
კვადროციკლით
გასეირნება ბაკურიანში;
·
ველოტური
ატენის ხეობაში;
ყვითელი/ აქტივობები:
·
ბათუმის მაკდონალდსში ვიზიტი;
·
თელავის
აგრარულ ბაზარში საყიდლებზე წასვლა;
·
სოფელ
სვირში საოჯახო მარანში სტუმრობა;
·
საცხენოსნო ტური წალკაში;
მწვანე/აქტივობები:
·
ანაკლიაში სასტუმროს აუზთან გარუჯვა;
·
ახალქალაქში
ტბების დაჭაობებაზე გამართულ კონფერენციაზე დასწრება;
·
შემეცნებითი ტური სოფელ საგურამოს აგრომეურნეობაში;
·
ჯიპტური მდინარე ძამას ხეობაში;
I.
თეთრი/აქტივობები:
·
შეემცნებითი
ტური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში;
·
ვიზიტი
სტალინის მუზეუმში;
·
ლაშქრობა
ტობავარჩხილის ტბაზე;
·
დაივინგი
გონიოს სანაპიროზე;
ლურჯი/აქტივობები:
·
ღვინის
ტური ქალაქ თბილისში ღვინის მწარმოებელ ქარხანაში;
·
თოკით დაშვება კინჩხას ჩანჩქერზე;
·
ექსკურსია
რაბათის ციხეზე;
·
მაჭახლობის
დღესასწაულზე დასწრება.
თითოეულმა მოსწავლემ
ბარათზე დატანილი ჯგუფის ნომრის მიხედვით მოძებნა
ჯგუფები.
მოსწავლეებმა ჯგუფში დაახარისხეს აქტივობები ორი კრიტერიუმის მიხედვით: შედარებით ეკოლოგიურად უსაფრთხო აქტივობა და რომელიც
ახდენს დადებით ზეგავლენას ადგილობრივ თემზე.
ფლიპჩარტზე მოვამზადე ცხრილი სამი
კატეგოორიით.
1.
ეკოლოგიურად
უსაფრთხო;
2.
მოსახლეობისთვის
სარგებლის მომტანი;
3.
არც
ერთი.
სამუშაოს დასრულების
შემდეგ ჯგუფიდან ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა პრეზენტაცია დაფასთან და ცხრილში მითითებულ
კატეგორიებში დააჯგუფა .შემდეგ განვმარტე, რომ ეკოტურისტული მოგზაურობა აუცილებლად
უნდა მოიცავდეს ორივე კომპონენტს - გარემოს დაცვას და სარგებელს ადგილობრივებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს ეკოტურიზმის განმარტება .
წალენჯიხის მე-2 საჯარო
სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-4 თავისუფალი გაკვეთილი- თემა: რუკებისა და სანავიგაციო სისტემების როლი ტურიზმში.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ რუკებისა და სანავიგაციო სისტემების
მნიშვნელობას ტურისტული პროდუქტების დაგეგმვის პროცესში;
გაკვეთილის დასაწყისში
მოსწავლეებს პოვერპოინტის პრეზენტაციის მეშვეობით
გავაცანი რუკების და სანავიგაციო სისტემების მნიშვნელობა ტურისტული პროდუქტის შესაქმნელად;მიცემული ინსტრუქციის შემდეგ მოსწავლეებმა გადმოწერეს GPS სისტემის აპლიკაცია
მობილურში;რის შემდეგ მოსწავლეები დავყავი მცირე ჯგუფებად და მივეცი დავალება სკოლის ეზოში,
ან მის მიმდებარე მცირე ტერიტორიაზე პრაქტიკულად გამოეცადათ GPS სისტემა;მოსწავლეებმა შესრულებული
დავალებები დასკვნებითა და შედეგების სახით წარმოადგინეს;გაკვეთილის ბოლო ნაწილში
კომპიუტერში გადავიტანეთ შეგროვილი მონაცემები. აღნიშნული გაკვეთილით აღნიშნულით
მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ
რუკებისა და სანავიგაციო სისტემების როლს; მოსწავლეებმა პრაქტიკულად
გამოსცადეს GPS სისტემა.
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში
ჩავატარეთ მე-5 თავისუფალი გაკვეთილი- თემა:
რუკების და სანავიგაციო სისტემების როლი ეკო და სატყეო ტურიზმში;
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლეებმა იცოდნენ
სხვადასხვა სახის რუკების როლი ტურისტული მარშრუტების დაგეგმვის პროცესში; გაიაზრონ
მათი მოხმარების თავისებურებები; მოსწავლეებს შეეძლებათ ელექტრონულ რუკაზე ახალი ტურისტული
პროდუქტის შექმნა; შეძლებენ იმუშაონ სხვადასხვა სახის რუკაზე.
მოსწავლეებს პირველ
ეტაპზე დავურიგე კონკრეტული ტერიტორიის ტოპოგრაფულ რუკები, გახსნეს google
erth ელექტრონული რუკა კომპიუტერში.აგრეთვე
მივეცი კონკრეტული დავალებები ტოპოგრაფიული
რუკისა და ელექტრონული რუკის გამოყენებით: განსაზღვრეს საქართველოს ორი რეგიონი
აღნიშნულ ტოპოგრაფიულ რუკაზე;განსაზღვრეს საქართველოს რომელი მდინარეა მოცემული ტოპოგრაფიული
რუკის ჩრდილო-დასავლეთით;დააკავშირეს აღნიშნული ორი რეგიონი ერთმანეთთან ტურისტული მარშრუტით.
მარშრუტის საწყის წერტილს წარმოადგენდა ერთი რეგიონის სოფელი, ხოლო საბოლოო წერტილს მეორე რეგიონს სხვა
სოფელი მოსწავლეებმა მარშრუტი გადაიტანეს
ელექტრონულ რუკაზე;მოსწავლეებს მივეცი დავალებად
თავად შექმნან ახალი ტურისტული მარშრუტი მათ რეგიონში სურვილის მიხედვით და დაიტანონ ელექტრონულ რუკაზე.
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში
ჩავატარეთ მე-6 თავისუფალი გაკვეთილი- თემა: ტყის რეკრეაციული მარშრუტების რუკა, როგორც ეკოტურიზმის განვითარებისა და სერვისების მიწოდების ინსტრუმენტი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს ეცოდინებათ ტყის რეკრეაციული რესურსების
ელექტრონულ რუკის არსი და მნიშვნელობა; შეძლებენ რუკის მეშვეობით სხვადასხვა პრაქტიკული
ამოცანების შესრულებას და ახალი ტურისტული პროდუქტების ელექტრონულ რუკაზე განთავსებას.
მოსწავლეებმა დაასახელეს
მათ რეგიონში არსებული თითო ტურისტული ღირშესანიშნაობა როგორც კულტურული, ისე ბუნებრივი ობიექტები. მოსწავლეებთა პასუხები დავაფიქსირეს დაფაზე;
გავაკეთეთ ჩამონათვალი. მოსწავლეებს
შევთავაზე პრეზენტაცია ორ ნაწილად.პირველ ნაწილში
ვუჩვენე: https://drive.google.com/open?id=1n2sp-gOL_gWYIh2z0bQX5s48d4U&usp=sharing ბმულზე განთავსებული საქართველოს ტურისტული მარშრუტების რუკა,
აუხსენი მისი ფუნქციები და მოხმარების წესები.
მოსწავლეები დავყავი წყვილებად
და თავად მოძებნეს დასახელებული ობიექტები აღნიშნულ რუკაზე. ობიექტებს, რომლებიც ხვდება
რუკაზე დატანილ რომელიმე მარშრუტში დაფაზე არსებულ ჩამონათვალში დაუწერეს პლიუსი, ხოლო ობიექტებს, რომლებიც არცერთ ტურისტულ
მარშრუტში არ არის შეტანილი აღნიშნიშნეს მინუსით. პრეზენტაციის მეორე ნაწილში აუხსენი მოსწავლეებს google.com/maps-ის ელექტრონულ რუკაზე
სხვდასხვა სახის ტურისტული ობიექტების დატანის თავისებურებებზე. საბოლოოდ მოსწავლეებმა თავად დაიტანეს ელექტორნულ რუკაზე ყველა
ის ობიექტი, რომლის გასწვრივ დაფაზე დაიწერა მინუსი.
წალენჯიხის მე-2 საჯარო
სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-7 თავისუფალი გაკვეთილი- თემა: ეკოტურისტული პოტენციალის შეფასება
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაიაზრებენ
ეკოტურისტული პროდუქტის შექმნის წინარე ეტაპებს, გეოგრაფიული არეალის კვლევის მეთოდებს
და რელევანტური ინფორმაციის დამუშავების აუცილებლობას; შეძლებენ განსაზღვრონ ზოგადგეოგრაფიული აღწერის კომპონენტების
მნიშვნელობა ტურისტული აქტივობის განხორციელებისთვის.
გაკვეთილის პირველი ეტაპისათვის მოსწავლეებმა ჩამოწერეს საქართველოში ტურისტული აქტივობები.კლასი დავყავი სამ ჯგუფად ,თითოელმა ჯგუფმა იმსჯელა თუ რომელი ფაქტორი ახდენდა გავლენას თითოეულ ტურისტულ აქტივობაზე და რა უნდა გაითვალისწინონ
თითოეული აქტივობისათვის. აქტივობები დაიტანეს
ბარათებზე და მოახდინეს ინფორმაციის შეკრება.ჯგუფის წევრებმა გააკეთეს პრეზენტაცია
და გაკვეთილის ბოლოს მოვახდინე ნამუშევრების შეფასება.
წალენჯიხის მე-2 საჯარო
სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-8 თავისუფალი გაკვეთილი- თემა: საკვლევი არეალის შესახებ საბაზისო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს ეცოდინებათ
ეკოტურისტული პროდუქტის შექმნისათვის საჭირო ინფორმაციის კატეგორიები და მათი მოძიება/დამუშავების
მეთოდები; შეძლებენ ისტორიულ-კულტურული ძეგლის
ან ბუნების ძეგლის შეფასებას შესაბამისი ანკეტის მიხედვით.
გაკვეთილის პირველი
ეტაპისათვის მოსწავლეებმა გაიხსენეს ბოლო ერთი
წლის განმავლობაში, რომელი ისტორიულ-კულტურული
ძეგლი ან ბუნების ძეგლი მოინახულეს.
პასუხები ფიქსირდება
დაფაზე; კეთდება ჩამონათვალი.
რატომ იყო ეს ადგილები საინტერესო?
რა დაამახსოვრდათ?
შეიძლება თუ არა ეს ადგილი იყოს ტურისტულად საინტერესო სხვა
ადამიანებისათვის? თუ კი, რატომ?
მოსწავლეებმა წარმოიდგინეს თავი ექსპერტებად. ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს
კონკრეტული ადგილები გამოცხადდეს ტურისტულ მარშრუტებად, რაც ამ ექსპერეტების შესაფასებელია,
მათ უნდა განსაზღვრონ ღირს თუ არა თითოეულ არსებული ღირშესანიშნაობაზე ცალკე შეიქმნას
ტურები;
მოსწავლეებს დაიყო მცირე ჯგუფებად და ჯგუფში, როგორც ექსპერტებმა ჩამოწერონ
ის კრიტერიუმები, რაშიც უნდა შეფასდეს არსებული ღირშესანიშნაობა, რათა შეიქმნას ტური. მოსწავლეები მუშაობენ ზოგად კრიტერიუმებზე რას უნდა
აკმაყოფილებდეს დასახელებული ადგილი, რომ გახდეს ტურისტებისათვის საინტერესო.
მოსწავლეები
გააკეთეს ჯგუფში მოფიქრებული კრიტერიუმების
პრეზენტაცია. გაიმართა დისკუსია.
ამის
შემდეგ გაკვეთილის დასაწყისში გაკეთებული ჩამონათვალიდან
აირჩიეს მათთვის ერთი ყველაზე ნაცნობი კულტურული
ძეგლი, რომელზედაც ამჟამად ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობენ.
მოსწავლეებს დაურიგდა წინასწარ
დაბეჭდილი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების ძეგლების შეფასების ცხრილები
და უკვე შევსებული ნიმუშები.შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია, განმარტეს ანკეტები პპპ პრეზენტაციის მეშვეობით.
ჯგუფის წევრები შეაფასეს მათ
მიერ არჩეული ისტორიულ-კულტურულ ან ბუნების ძეგლი
შესაბამისი ანკეტის მიხედვით; ჯგუფში შეავსეს ცხრილი, შეიტანეს
შესაბამისი ინფორმაცია, ჯგუფის საერთო ნამუშევარი
გადაიტანეს ფლიპჩარტზე.ბოლოს ჯგუფებმა გააკეთეს პრეზენტაციას. ჯგუფის ფასილიტატორმა წარადგინა ჯგუფის ნამუშევარი. გაიმართა დისკუსია და განიხილეს, რამდენად სწორადაა შევსებული
ანკეტები; ასევე ძეგლის აქტუალურობას და მის
ტურისტულ მარშრუტებში შეტანის რელევანტურობას გაუსვეს ხაზი.
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში
ჩავატარეთ მე-9 თავისუფალი:გაკვეთილის თემა: ადგილობრივი ეკოტურისტული სერვისების იდენტიფიცირება და შეფასება
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლეებს ეცოდინებათ
ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების კატეგორიები და შეფასების კრიტერიუმები; შეძლებენ
დაასახელონ რა ტიპის ტურისტული მომსახურებები არსებობს და დაასაბუთონ რის მიხედვით
უნდა შეფასდეს თითოეული მათგანი.
გაკვეთილის
პირველი ეტაპისათვის გაიხსენეს მოსწავლეებმა რა ტიპის ეკოტურისტული მომსახურებები არსებობს. პასუხებს დააფიქსირეს დაფაზე ჩანაწერი ასე გამოიყურებოდა:ადგილობრივი
გამყოლი/გიდი; აგრომეურნეობა; ტრადიციული რეწვის ბიზნესი,საოჯახო სასტუმრო; საზოგადოებრივი კვების ობიექტი როგორიცაა:
რესტორანი, კაფე, ბარი, სწრაფი კვების ობიექტი;მასწავლებელის თხოვნით მოსწავლეებმა თავი წარმოიდგინეს ეკოტურისტული მომსახურების განვითარების საკონსულტაციო
ჯგუფის წევრებად, რომლებიც ამზადებენ გამოფენა ფორუმს, რომელიც დაეხმარება ამ საქმიანონით
დაკავებულ ადამიანებს სერვისის გაუმჯობესებაში. გამოფენა ფორუმისათვის მოამზადეს პრეზენტაციები, პოსტერები,
რომელიც შეიცავს სერვისის გაუმჯობესების კრიტერიუმებს, რეკომენდაციებს. მოსწავლეები
4 მცირე ჯგუფად გაიყო.
პირველ ჯგუფს მიეცემა - საოჯახო
სასტუმრო;
მეორე ჯგუფს მიეცემა - საზოგადოებრივი კვების ობიექტი;
მესამე ჯგუფს მიეცემა -ადგილობრივი გამყოლი/გიდი;
მეოთხე ჯგუფს მიეცემა -
აგრომეურნეობა და ტრადიციული რეწვის ბიზნესი.
მოსწავლეები ჯგუფში გაეცნენ
მათთვის განკუთვნილ საკითხავ მასალას, განიხილეს, იმსჯელეს და ამ მასალაზე დაყრდნობით შექმნეს
ვიზუალური პლაკატი სადაც დაიტანეს ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაცია,
დავალებას მიუდგნენ შემოქმედებითად და პლაკატზე
გამოსახეს დიაგრამები, ნახატი, სიმბოლოები.მათ შექმნეს ვიზუალური და სახალისო ადვილად წასაკითხი და გასაგები
გზამკვლევი პოსტერი, რომელიც დაეხმარება ამ საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს სერვისების
გაუმჯობესებაში. მოსწავლეებმა გააკეთეს ვიზუალური პლაკატების პრეზენტაციები.
დაასაბუთებეს ჯგუფის მიერ შერჩეულ კრიტერიუმები
და რატომ არის მნიშვნელოვანი ესა თუ ის ასპექტი
ეკოტურისტული მომსახურების მიწოდებისას. ბოლოს მოსწავლეებს
ჯგუფების მიხედვით მიეცათ ტურისტული მომსახურების
შესაბამის კითხვარები მათ დასახლებულ პუნქტში
ჩაატარონ აღნიშნული ობიექტების გამოკითხვა . აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებს მისცემს
საშუალებას გაიაზრონ ტურისტული ობიექტის მიერ შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების
საჭიროება, რაც აისახება მომსახურების ხარისხზე
და ზრდის მასზე მოთხოვნას.
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-10 თავისუფალი.გაკვეთილის
თემა:
ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვა
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლეებს ეცოდინებათ
ის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც აუცილებელია ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვისათვის
და თავად შეძლებენ შექმნან საორიენტაციო მარშრუტი.
გაკვეთილის პირველი ეტაპისათვის
მოსწავლეებმა გაეცნენ პრეზენტაციას ეკოტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირების
და დაგეგმვის შესახებ;მოსწავლეებს დაურიგებდა ეკოტურისტული
მარშრუტების ამობეჭდილ ნიმუშები. კლასი დაიყო მცირე ჯგუფებად და მოსწალეებმა შეასრულეს მიცემული დავალება:მოსწავლეებმა შექმნეს კონკრეტული გეოგრაფიული არეალის მცირე ტურისტული
გზამკვლევი, ეკოტურისტული მარშრუტით, რაშიც შეძლებისდაგვარად გამოიყენეს მარშრუტში შემავალი ტურისტული ღირსშესანიშნაობების
ნახატები, ფოტოები, რუკები და ტექსტუალური მასალა;ჯგუფებმა გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაცია.გაკვეთილის ბოლოს მოხდა
განხილვა და შეჯამება .
წალენჯიხის
მე-2 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-11 გაკვეთილი. გაკვეთილის თემა: საფეხმავლო მარშრუტების მარკირების სტანდარტი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს ეცოდინებათ საქართველოს მთავრობის მიერ
შემუშავებული საფეხმავლო მარშრუტების მარკირების ერთიან ეროვნულ სტანდარტი და მარშრუტების
მონიშვნის პრინციპები. შეძლებენ პრაქტიკულად შეასრულონ მცირე სავარჯიშო.
მასწავლებლის დასმულ შეკითხვებს უპასუხეს მოსწავლეებმა:თუ ჰგავს მარკირებული ნიშნები ერთმანეთს სხვადასხვა
ადგილას და რატომ არის ისინი მსგავსი, რა მოხდება სხვადასხვა რომ იყოს?შემდეგ მოისმინეს პრეზენტაცია
საფეხმავლო მარშრუტების მარკირების ერთიანი ეროვნული სტანდარტის და დაუკავშირეს
წინა მსჯელობას.
მოსწავლეებმა შეავსეს ცხრილი: სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პრაქტიკულად
შეადგინეს სანიმუშო მარშრუტის მარკირების პროექტი;
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში
პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-12 გაკვეთილი.გაკვეთილის თემა: ლაშქრობის უსაფრთხოება
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებს ეცოდინებათ
უსაფრთხოების საკითხები ლაშქრობის დროს.მოსწავლეებმა უპასუხეს მასწავლებლის დასმულ შეკითხვებს:იციან თუ არა რა საფრთხეები არსებობს
ლაშქრობის დროს?კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ გაიმართა დისკუსია:როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ინფორმაციას პრაქტიკაში, კერძოდ დაგეგმილი ლაშქრობის დროს.მოსწავლეები აქტიურად ჩაერთდნენ დისკუსიის პროცესში.
წალენჯიხის მე-2 საჯარო
სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-13 გაკვეთილი.გაკვეთილის თემა: ფოტოგრაფია საველე ლაშქრობისას; საველე გასვლის დაგეგმვა.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ პრაქტიკაში გადაიტანონ მიღებული ცოდნა. უშუალოდ გაივლიან დაგეგმილ მარშრუტს,
აღწერენ მას შესაბამისი მეთოდებით. მოსწავლეები შეძლებენ დაამზადონ მარშრუტის მარკირების
პროექტი.გაკვეთილის საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა
უპასუხეს მასწავლებლის დასმულ შეკითხვებს: იყენებენ თუ არა ფოტო-აპარატებს ან მობილურს ფოტოების
გადასაღებად. არიან თუ არა კმაყოფილი გადაღებული ფოტოებით; ფოტოგადაღებების ვიდეოს ყურების შემდეგ გამართეს დისკუსია:“ როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ინფორმაციას პრაქტიკაში, კერძოდ დაგეგმილი ლაშქრობის დროს.“შემდეგ პასუხობენ კითხვებს:რას აქცევენ ყურადღებას
ლაშქრობაში წასვლამდე. პასუხები დაიტანეს ფლიპჩარტის
ფურცელზე.მოსწავლეებმა გაიგეს რას გულისხმობს საველე გასვლის დაგეგმვა: მარშრუტის, გასვლის თარიღის, საორგანიზაციო საკითხებისა და კონკრეტული დავალებების განსაზღვრას საველე გასვლის პროცესში. გეგმა აიტვირთა პორტალზე forestry.ge.
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში
პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-14 გაკვეთილი.გაკვეთილის თემა: საველე გასვლა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ პრაქტიკაში გადაიტანონ მიღებული ცოდნა. უშუალოდ გაივლიან დაგეგმილ მარშრუტს,
აღწერენ მას შესაბამისი მეთოდებით. მოსწავლეები შეძლებენ დაამზადონ მარშრუტის მარკირების
პროექტი.
მარშრუტის დაწყებამდე მოსწავლეები ეცნობიან მოგზაურობისას დასაცავი
უსაფრთხოების დაცვის ნორმებს;კლასი დაიყო 6 მცირე ჯგუფად;თითოეულს დაეკისრა შემდეგი
პასუხისმგებლობა:
1-მარშრუტის და მასში შემავალი ობიექტების ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება;2-მანიშნებელის გასაკეთებელი წერტილების
ფოტოების გადაღება;3-მარკირების ცხრილის
შედგენა;4-მარშრუტის GPS მონაცემების
აღება;5-მარშრუტის სვლა-გეზის
აღწერა;6-მარშრუტში შემავალი ტურისტული ობიექტების (ღირსშესანიშნაობები/ტურისტული სერვისის
მიმწოდებლები...) აღწერა;მოსწავლეებმა ველზე შესრულულებული სამუშაო სახლში დაამუშავეს
და წარმოადგინეს ელქტრონული ფორმატით პრეზენტაციები.
წალენჯიხის მე-2
საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე-15 გაკვეთილი,რომელიც იყო დასკვნითი აქტივობა, მოსწავლეებმა
მოგროვილი მასალები დაამუშავეს, გავლილი საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის
პროექტი მოამზადეს და ატვირთვეს პორტალზე forestry.ge
წალენჯიხის
მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის „ძელქვას“ მიერ მოეწყო დასუფთავების აქცია ,მართალია
ქალაქის ქუჩები გასულ წლებთან შედარებით საკმაოდ მოწესრიგებულია,ამაში დიდი წვლილი
მიუძღვით დასუფთავების სამსახურს,მაგრამ არის ტერიტორიები,სადაც ისინი ვერ წვდებიან
და დიდი რაოდენობით ნაგავი იყრება მოსახლეობის მიერ.განსაკუთრებით მდინარე ჭანისწყლის
სანაპიროებზე.ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, უმეტესობა კი არა,ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით
აბინძურებს. პოლიეთილენის პარკი თავისი ქიმური
შემადგენლობის გამო 400–1000 წელზე
მეტხანს რჩება.რთულია მისი რეციკლირება, დაახლოებით 96% ცელოფნის
პარკებისა არ ექვემდებარება მეორედ გამოყენებას. დაშლის დროს
(თუკი ასეთი ხდება) აბინძურებს ნიადაგს და მიწისქვეშა წყლებს
ტოქსიკური ნივთიერებებით და აღწევს კვებით ჯაჭვში. მისი წარმოება
მნიშვნელოვან თანხებთან და რესურსებთან არის დაკავშირებული,
თუმცა გამოწვეული ზიანი გაცილებით დიდია. .ცელოფნის პარკები რეალურ საფრთხეს უქმნის ცოცხალ
ბუნებას, ადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებში, ოკეანეებში,
მდინარეებსა და ტბებში. დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი
იღუპება წელიწადში პოლიეთილეთლენის პარკების გადაყლაპვის გამო.
პოლიეთილენის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მისი წვისდროს გამოიყოფა ტოკსინები, მავნე ნივთიერებები რომელიც აბინძურებსატმოსფეროს, ეს პროცესი ხელს უწყობს სათფურის ეფექტის შექმნას, რაც თავისმხრივ იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას. ფაქტიურად პოლიეთილენიგვევლინება უკვდავი ნაგვის სახით, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებსბიომრავალფეროვნებასა და ეკოგარემოს შენარჩუნებას აფერხებს.
მათი განადგურება ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, ძალიან დიდი
პრობლემაა, რადგან მათ შეგროვებას დიდი დრო სჭირდება, შეგროვების შემდეგკი საჭიროებს სპეციალურ გადამუშავებას. მათი გაუვნებლებისთვის ერთადერთიგამოსავალი პოლიეთილენის პარკების შეზღუდული რაოდენობით გამოყენებაა.
როდესაც ვლაპარაკობთ პრობლემის გადაჭრაზე უნდა გავითავისოთ , რომ პრობლემა თავად ჩვენშია. ის თუ როგორია ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორი კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, და ბოლოს როგორ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა განაპირობებს იმას თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ.
ამ პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ წალენჯიხის ეკოლოგიური მდგომარეობა. სურათი ძალზე მძიმე აღმოჩნდა: ნაგავსაყრელებზე და დაბინძურებული მდინარე ჭანისწყალის სანაპიროებზე, სადაც იყრება ნაგავი და ჩადის ფეკალური მასები. პროექტის მსვლელობისას ჩავატარეთ მოსახლეობის გამოკითხვა. ამ გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა , რომ თავად მოსახლეობას არ აქვს პრობლემა გაცნობიერებული.
იმისათვის , რომ მდგომარეობა გამოსწორდეს და არ დაბინძურდეს გარემო ყველამ უპირველეს ყოვლისა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სოფელზე, ქალაქზე, ქვეყანაზე და ყველა ერთად გამოვაჯანსაღებთ პლანეტას.უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნების დაცვა და მასზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია.
როდესაც ვლაპარაკობთ პრობლემის გადაჭრაზე უნდა გავითავისოთ , რომ პრობლემა თავად ჩვენშია. ის თუ როგორია ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორი კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, და ბოლოს როგორ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა განაპირობებს იმას თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ.
ამ პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ წალენჯიხის ეკოლოგიური მდგომარეობა. სურათი ძალზე მძიმე აღმოჩნდა: ნაგავსაყრელებზე და დაბინძურებული მდინარე ჭანისწყალის სანაპიროებზე, სადაც იყრება ნაგავი და ჩადის ფეკალური მასები. პროექტის მსვლელობისას ჩავატარეთ მოსახლეობის გამოკითხვა. ამ გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა , რომ თავად მოსახლეობას არ აქვს პრობლემა გაცნობიერებული.
იმისათვის , რომ მდგომარეობა გამოსწორდეს და არ დაბინძურდეს გარემო ყველამ უპირველეს ყოვლისა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სოფელზე, ქალაქზე, ქვეყანაზე და ყველა ერთად გამოვაჯანსაღებთ პლანეტას.უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნების დაცვა და მასზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია.
Comments
Post a Comment