შეფასების რუბრიკები გეოგრაფიის გაკვეთილისთვის
დ. უზნაძემ სასწავლო პროცესიდან ციფრებით შეფასების განდევნის მოსაზრება შემოგვთავაზა. მას მიაჩნდა, რომ ასეთი შეფასება, როგორც წესი, სუბიექტურ ხასიათს ატარებს. თუმცა უზნაძე ამ მოსაზრებას ბოლომდე არ გაჰყოლია. ფაქტი ერთია, ნიშანთან დაკავშირებული საკითხები დღესაც ძალზედ აქტუალური და, ამავე დროს, საკამათოა.
შეფასების როლი და დანიშნულება, მისი გავლენა მოზარდის პიროვნებად ფორმირების პროცესზე მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს გააზრებული არ აქვს. მათი უმრავლესობა ძირითადად, შეფასების მხოლოდ ერთ (გაზომვა) და იშვიათად ორ (გაზომვა, განვითარება) პარადიგმაზე ამახვილებს ყურადღებას. შეფასების აღმზრდელობითი ფუნქცია თითქმის იგნორირებულია.
მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების სისტემის სწორად შერჩევა მოსწავლეებში გაზრდის შემეცნებით აქტიურობას, დამოუკიდებლად სწავლის მოტივაციას, პასუხისმგებლობას და ხელს შეუწყობს კოგნიტური და მეტაკოგნიტური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმავითარებელ შეფასებას აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო, განმავითარებელი, ხოლო განმსაზღვრელ შეფასებას – შემაჯამებელი ფუნქცია აქვს.
მასწავლებელი შეფასების სისტემის შექმნისას უნდა ეყრდნობოდეს სასწავლო პროგრამებსა და სტანდარტებზე ბუნებრივად მორგებულ შეფასების სანდო მეთოდებს. საჭიროა, შევქმნათ შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც დაგვეხმარებოდა იმის დადგენაში, თუ რამდენად კარგად გავიაზრეთ სასწავლო პროგრამის მიზანი, რამდენად მივუახლოვდით მას და რა ხარისხით ვასრულებთ ეროვნულ სტანდარტებს.
შეფასების სისტემამ უნდა შეძლოს მოსწავლის მრავალმხრივი შეფასება და მოგვცეს საგნობრივი სტანდარტის შესრულების საშუალება. ამიტომ საჭიროა დავადგინოთ საგნის სასწავლო მიზნის არეალები ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საგნობრივ პროგრამებში. მიზნის განსაზღვრა შეფასების რუბრიკების შექმნის წინაპირობაა.
გთავაზობთ შეფასების რამდენიმე რუბრიკას:
მე-8 კლასი
მიზანი: მოსწავლე შეძლებს გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვას და სხვა თვალსაჩინოების ანალიზს. მოსწავლეს შეძლებს განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.
შეფასების ჰოლისტური რუბრიკა
მიღწევის დონეები
|
შეფასების კრიტერიუმები
|
1-2 ქულა
|
მოსწავლეს არ შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი. მოსწავლეს არ შეუძლია, განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.
|
3-4 ქულა
|
მოსწავლეს უჭირს გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი; უჭირს, განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.
|
5-6 ქულა
|
მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი, თუმცა ვერ ახერხებს გამოყენებას. მას შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე, თუმცა ვერ ახერხებს მის გამოყენებას.
|
7-8 ქულა
|
მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი, თუმცა ვერ იყენებს ადეკვატურად. მას შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე, თუმცა ვერ იყენებს ადეკვატურად.
|
9-10 ქულა
|
მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი. მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.
|
შეფასების ანალიტიკური რუბრიკა
მიზანი: მოსწავლე რუკის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ მდებარეობას; ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს, აჯგუფებს მათ ცხრილში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.
შეფასების კრიტერიუმები
|
1-2 ქულა
|
3-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
მოსწავლე რუკის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ მდებარეობას.
|
რუკის გამოყენებით ვერ განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ მდებარეობას.
|
რუკის გამოყენებით ცდილობს განსაზღვროს საქართველოს ზოგადგეოგრაფიული მდებარეობა.
|
რუკის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ მდებარეობას; მაგრამ აკლია სიზუსტე.
|
რუკის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ მდებარეობას.
|
ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს.
|
ვერ ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს.
|
ცდილობს შეადაროს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნები.
|
ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს, მაგრამ აკლია სიზუსტე.
|
ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს.
|
აჯგუფებს ქვეყნებს ცხრილში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.
|
ვერ აჯგუფებს ქვეყნებს ცხრილში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.
|
ცდილობს დააჯგუფოს ქვეყნები ცხრილში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.
|
აჯგუფებს ქვეყნებს ცხრილში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, მაგრამ აკლია სიზუსტე; არაადეკვატურია.
|
აჯგუფებს ქვეყნებს ცხრილში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.
|
მე-9 კლასი
მიზანი: მოსწავლე შეძლებს რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; მოსწავლე შეძლებს მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირებას ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.
შეფასების ჰოლისტური რუბრიკა
მიღწევის დონეები
|
შეფასების კრიტერიუმები
|
1-2 ქულა
|
მოსწავლეს არ შეუძლია რუკებისა და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; არ შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.
|
3-4 ქულა
|
მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; ნაწილობრივ შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.
|
5-6 ქულა
|
მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი, თუმცა ვერ იყენებს მათ. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან, თუმცა ვერ იყენებს.
|
7-8 ქულა
|
მოსწავლეს შეუძლია რუკებისა და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; თუმცა მას ვერ იყენებს ადეკვატურად. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან, ვერ იყენებს მას ადეკვატურად.
|
9-10 ქულა
|
მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.
|
შეფასების ანალიტიკური რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
1
|
2
|
3
|
4
|
მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი;
|
მოსწავლეს არ შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი;
|
მოსწავლე რუკების და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით ცდილობს დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი;
|
მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი, მაგრამ აკლია სიზუსტე;
|
მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი;
|
მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.
|
მოსწავლე ვერ აკავშირებს მოსახლეობის დემოგრაფიულ მაჩვენებლებსა და დინამიკურ მახასიათებლებს ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.
|
მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან, მაგრამ აკლია სიზუსტე.
|
მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან. მაგრამ ვერ იყენებს ადეკვატურად.
|
მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.
|
მე-10 კლასი
მიზანი: მოსწავლე შეძლებს, დააკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლე შეძლებს გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.
შეფასების ჰოლისტური სქემა
მიღწევის დონეები
|
შეფასების კრიტერიუმები
|
1-2 ქულა
|
მოსწავლე ვერ აკავშირებს პოლიტიკური რუკის ფორმირებას მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლე ვერ აანალიზებს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენას საზოგადოების განვითარებაზე.
|
3-4 ქულა
|
მოსწავლე ნაწილობრივ აკავშირებს პოლიტიკური რუკის ფორმირებასმსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია, გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.
|
5-6 ქულა
|
მოსწავლეს შეუძლია, დაუკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს, თუმცა ვერ ახერხებს მის გამოყენებას. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე, თუმცა ვერ ახერხებს მის გამოყენებას.
|
7-8 ქულა
|
მოსწავლეს ხშირად აკავშირებს პოლიტიკური რუკის ფორმირებას მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლეს ხშირად შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე, თუმცა ვერ იყენებს მას ადეკვატურად.
|
9-10 ქულა
|
მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია დააკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.
|
შეფასების ანალიტიკური რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
1-2 ქულა
|
3-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან.
|
მოსწავლეს არ შეუძლია დააკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან.
|
მოსწავლეს ცდილობს დააკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან.
|
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მაგრამ აკლია სიზუსტე;
|
მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია დააკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან.
|
Comments
Post a Comment